დაბა ოჩხამურში საჯარო სკოლის დაზიანებული სახურავის აღდგენა მიმდინარეობს

05 მაისი 2017, 20:00 699 ნახვა

დაბა  ოჩხამურში  საჯარო სკოლის დაზიანებული სახურავის აღდგენა მიმდინარეობს. შენობას სახურავი  23 აპრილს   ძლიერმა ქარმა გადახადა. 750-მდე კვადრატული მეტრის ზომის სახურავის რეაბილიტაციისთვის 64 ათას  682 ლარი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. აღდგენითი სამუშაოები 30 აპრილს დაიწყო და დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. ამავე სკოლაში  მიმდინარე წელს რეაბილიტაცია სპორტულ დარბაზსაც ჩაუტარდება.

ამავე კატეგორიაში