დიმიტრი ჭეიშვილმა პარტია "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" დატოვა. ჭეიშვილი საკრებულოს წევრის მანდატზეც უარს ამბობს. როგორც ის განმარტავს, პარტიაში მისი შესაძლებლობები და რესურსი ამოწურა. ჭეიშვილი აცხადებს, რომ პარტიიდან წასვლის მიზეზი თანაგუნდელებთან უკმაყოფილება არ არის. ის აქტიურ პოლიტიკაში რჩება, თუმცა რომელ პოლირიკურ პარტიასტან აპირებს თანამშრომლობას ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.