ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, ქალაქის მასშტაბით, დეზინსექცია-დერატიზაციის პროცესს ახორციელებს. მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად ე.წ. იტალიური ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების სარდაფები და ნაგავშემკრები კონტეინერები სპეციალური ხსნარით მუშავდება.
ღია არხები და დაჭაობებული ტერიტორიებიც შეიწამლება. პროგრამა მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მერიის წარმომადგენლების ინფორმაციით, სამუშაოები უფასოდ ტარდება. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, კერძო პირებს შეწამვლის სანაცვლოდ თანხა არ გადაუხადონ. მოსახლეობამ ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს.