შეიარაღებული ძალების 26 წლის იუბილე

29 აპრილი 2017, 20:00 861 ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 26 წლის იუბილე, საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. დღეს ორ ლოკაციაზე - ქალაქ გორში დისლოცირებულ I ქვეით და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადებში ღონისძიებები იმართება. რომელსაც პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ესწრებიან.

გიორგი კვირიკაშვილმა გვირგვინით შეამკო დაღუპულ სამხედროთა მემორიალი, ასევე სიტყვით მიმართა ავღანეთის მისიიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს და შეიარაღებული ძალების დღე და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. ვაზიანში შეიარაღებული ძალების დღეს სამხედროებს, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტიც მიულოცავს.

ღონისძიებებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები ესწრებიან. 

ამავე კატეგორიაში