ხანძარმა 6 სულიანი ოჯახი ქუჩაში დატოვა

29 აპრილი 2017, 20:00 827 ნახვა

ხანძრის შედეგად სოფელ ორთაბათუმში, ბალაძეების ორსართულიანი სახლი დაიწვა. განადგურებულია 6 სულიანი ოჯახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ოჯახის დიასახლისმა შენიშნა. სახლიდან ოჯახის 6 წევრის, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ შემთხვევის ადგილზე დაიგვიანეს.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, გამგეობის წარმომადგენლის ინფორმაციით, კი ცენტრალურ გზაზე მიმდინარე რეაბილიტაციის გამო მეხანძრე-მაშველებს გადადგილება შემოვლითი გზით უხდებოდათ. ოჯახმა თავი მეზობლებს შეაფარა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი