დილიდან უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ტარდება, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. 12-13 მაისს უფრო ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. პაციენტებს თბილისიდან მოწვეული, სხვადასხვა პროფილის ექიმები კონსულტაციებს გაუწევენ. საჭიროების შემთხევაში მათ გამოკვლევებიც ჩაუტარდებათ.