ჩაქვში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე კორპუსში 2006 წლიდან შესახლებულ ოჯახებს საკუთრება დაუკანონდებათ. 122 ოჯახიდან 89 იძულებით გადაადგილებულია. მათ საკუთრება სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემათ. საკუთრების დარეგისტრირების შემდეგ აქ კორპუსის სარეაბილიტაციო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დღეს განსახლების მინისტრთან შეხვედრაზე 45 ლარიანი დახმარების შესაძლო მოხსნის საკითხიც დააყენეს. მინისტრის განმარტებით, ინიციატივის თანახმად მათ ვისაც 101 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ დაგეგმილი ცვლილება არ შეეხებათ.