ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის მოწვევის საკითხზე ისაუბრეს. ირაკლი ჩავლეიშვილი მიიჩნევს, რომ ტურისტულის სეზონის წინ გადატვირთული მოძრაობის პრობლემები უშუალოდ სამმართველოს ჩარტულობით უნდა გადაიჭრას.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, საპატრულო პოლიციის უფროსი ბათუმის საკრებულოში სამუშაო შეხვედრაზე მომდევნო კვირაში მივა. შეხვედრაზე უნდა განიხილიონ ისეთი თემები, როგორიცაა პარკირების პრობლემა, გორგილაძის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის საკითხის განხილვა. სამმართველოს უფროსის საკრებულოში მოწვევის საკითხი რესპუბლიკური პარტიის წარმომადეგნელებმა ბოლო რამდენიმე სხდომაზე დააყენეს.