რა მდგომარეობაში დღეს ქართული მედია

26 აპრილი 2017, 20:00 904 ნახვა

რა მდგომარეობაში დღეს ქართული მედია და რა გამოწვევების წინაშე დგას იგი? „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი – 2017”-ის თანახმად, საქართველო 180 ქვეყანას შორის 64-ე ადგილს იკავებს და ამით გასულ წელს მიღწეულ შედეგს იმეორებს.  პირველ ადგილზე ნორვეგიაა, ბოლო პოზიციაზე კი ჩრდილოეთ კორეა. 
საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ბოლო წლების რეფორმების შედეგად,  მედიასაშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობისა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა. 
მკვლევარების ინფორმაციით, ჟურნალისტებზე ძალადობა იშვიათად ხდება, თუმცა ცნობები მუქარის შესახებ ხშირია. მედია კვლავ პოლარიზებულია და მიუხედავად პროგრესისა, მედიასაშუალებების მფლობელები ხშირად სარედაქციო პოლიტიკაზე  გავლენას ახდენენ. 
წამყვანი ტელეარხების მფლობელობასთან დაკავშირებული ომი ქვეყანაში პლურალიზმის მომავლისთვის შეშფოთების საგანია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი