ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შუახევში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შესახებ საუბრობს. რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მტკიცებით გაკეთებიდან ორ თვეში გზა მწობიდან გამოვიდა. სოსლან ზოიძე ამბობს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებას ეხება.
ბრალდებას აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი უარყოფს. უწყებაში განმარტავენ, რომ გზის დაზიანება უხვმა ნალექმა და ყინვებმა გამოიწვია.
ზვიად ცინცაძის მტკიცებით ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „შპშ ბონდი 2009"-ს 3 წლის განმავლობაში გზის მოვლა შენახვის პასუხისმგებლობა აკისრია.