ღოღობერიძის და ჩხვირკიას დაკავების გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

26 აპრილი 2017, 20:00 839 ნახვა

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატებმა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების 2 თვიან წინასწარ პატიმრობას ითვალისწინებს. მათ გამოიყენეს 48 საათიანი გასაჩივრების ვადა და ამის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოებაში მიღებიდან 72 საათში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატს მოლოდინებზე საუბარი უჭირს. ამასთან, ღოღობერიძის ადვოკატი პაატა შავაძე რამდენიმე საათში 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძესაც შეხვდება. მისი დაცვის ქვეშ მყოფს შავაძე გამოკითხავს და სწორედ ამის შემდეგ გეგმავს ადვოკატი ბრიფინგის ჩატარებას და მაღალჩინოსდნების მხილებას, ვინც საპროცესო გარიგების სანაცვლოდ ღოღობერიძეს მისივე თქმით, დაკვეთილი ჩვენებების მიცემას ავალებდნენ.

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია 23 აპრილს დააკავეს. მათ გამოძიბა სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველ ნაწილს ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი