ამ დროისათვის აჭარის ტერიტორიაზე ქარი არ არის. ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია აჭარის მაღალმთიანეთის ნაწილის გარდა რეგიონის მოსახლეობას უპრობლემოდ მიეწოდება. დაწყებულია თითოეული ოჯახის მდგომარეობის სპეციალური კომისიის მიერ შესწავლა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე საჯარო სკოლის სახურავის დაზიანების მიუხედავად, სწავლის პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.