ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. მძიმე ვითარებაა დაბა ჯვარში, ასევე, სოფლებში - ჭალეში, მუჟავასა და ჩქვალერში. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, დაწყებულია ზარალის დათვლა.