“ახლა სიჩუმეა, სევდაზეა შეყვარებული პოეზია” - ამ სახელწოდებით პოეზიის საღამო ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში გაიმართა. ორმა ახალგაზრდა პოეტმა, ზურა ნემსაძემ და თეა ჯიქიძემ საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს. შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.