დღეს კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის დღესასწაულის განახლება აღინიშნება. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირაც ეწოდება. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში მსახურება ტარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.