ამ წუთებში სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა კვლავ “შუახევი ჰესის” გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. ისინი დაშლას არ აპირებენ. იქ მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც. ადგილობრივები მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ირწმუნებიან, რომ დღეს, აქციის დაშლისას მათ პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.