2 დღე ''ელ კლასიკომდე''. ყველაზე დიდი საფეხბურთო მატჩი ევროპაში. ესპანურ გიგანტებს - მადრიდის რეალსა და ბარსელონას შორის. მოსალოდნელი დაძაბული სპორტული მატჩი სტრიტ არტის მხატვრებისთვის შტაგონების წყაროდ იქცა. TVboy-მ ამ მოვლენის მისეული ხედვა შემოგვთავაზა. რონალდოსა და მესის ამბორი, სადაც მესის რონალდოს ზურგს უკან წითელი ვარდი უპყრია ხელთ. ამ საკმაოდ პროვოკაციულ არტს ''ბრმა სიყვარული'' ჰქვია.