„არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ საქართველოს პროკურატურის კამპანია ბათუმშიც მოეწყო. მოსწავლეებისთვის იუსტიციის სახლში საგზაო უსაფრთხოებასა და ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს გააცნეს საგზაო ტერმინოლოგია, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სამართალდარღვევების შემთხვევები, ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკა და ავტოსაგზაო შემთხვევათა ფოტო-ვიდეო მასალა. პროკურორი გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის კამპანიას „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ საქართველოს პროკურატურა ახორციელებს.