ჩაძირული გემის ეკიპაჟის 8 წევრის ბედი უცნობია

19 აპრილი 2017, 20:00 850 ნახვა

ქერჩის სრუტეში მშრალმზიდ "გეროი არსენალი"-ს  კატასტროფის რაიონში სამაშველო სამუშაოები, ადგილობრივი დროით, დილის 7 საათზე განახლდა. მანამდე  გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ქერჩის სრუტეში,  გემის ჩაძირვის ადგილზე, სამძებრო ოპერაცია ღამის საათებში შეჩერდებოდა.  მშრალმზიდმა "გეროი არსენალა"-მ შავი ზღვის აკვატორიაში კატასროფა 19 აპრილს განიცადა. ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა,  მათ შორის უკრაინის - 9, რუსეთის - 2 და საქართველოს - ერთი მოქალაქე. გადარჩენილია ეკიპაჟის ერთადერთი წევრი, იგი ჰოსპიტალიზებულია. გარდა ამისა, მაშველებმა  ზღვიდან სამი დაღუპულის ცხედარი  ამოიყვანეს. ამ ეტაპზე, ეკიპაჟის კიდევ 8 წევრს ეძებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი