ხვალ, ბათუმში დილის 5 საათიდან ცხრის ნახევრამდე ელექტრომომარაგება პერიოდულად შეეზღუდება მაზნიაშვილის, რუსთაველის, ფარნავაზ მეფის, გორგასალის, ჯორჯიაშვილის და გამსახურდიას ქუჩების აბონენტებს, ხოლო დღის განმავლობაში პერიოდულად 11სააათიდან 7 საათამდე რუსთაველს და გამსახურდიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვები იქნება გარეუბნებშიც, 11-18:00 საათამდე პერიოდულად ორთაბათუმს, ყოროლისთავს, აგარას და კაპრეშუმს შეუწყდებათ ელექტროენერგია.
11-19:00 საათამდე პერიოდულად გაითიშება გონიო, კვარიათი და სარფი.
დილის 8 საათიდან დღის სამ საათამდე სოფელ კაპანდიბს.
ქობულეთში 11-დან 6 საათამდე პერიოდულად შეზღუდვები დაწესდება გვარასა და რუსთაველის ქუჩის ნაწილზე.
რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, შუქი დაბა ხულოს, უჩამბასა და ქედის მოსახლეობის ნაწილის 11-დან 17:00-მდე გამოერთვებათ.