ბათუმის საბავშვო ბაღები, ახალი სასწავლო წლიდან დაახლოებით 2 300 აღსაზრდელს მიიღებს

17 აპრილი 2017, 20:00 828 ნახვა

ბათუმის საბავშვო ბაღები, ახალი სასწავლო წლიდან დაახლოებით 2 300 აღსაზრდელს მიიღებს. სკოლამდელ დაწესებულებაში ჩარიცხვის პირველი ეტაპი 1 მაისს შეწყდება. მეორე ეტაპი კი პირველი ივლისიდან დაიწყება. ჩარიცხვის პროცესში პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედებისა, ომში დაღუპულთა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების შვილებს მიენიჭებათ.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში