ქედაში ავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

16 აპრილი 2017, 20:00 892 ნახვა

ერთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა და 8 ადამიანი დაშავდა ავტოავარიის შედეგად ქედაში. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი ამბულატორიული შემოწმების შემდეგ, 4 მგზავრი გაწერეს. 4 დაშავებული კი მკურნალობის კურსს რეფერალურ ჰოსპიტალსა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადიან.  


   შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი