ბათუმელების რა პროცენტი იყენებს ველოსიპედს ტრანსპორტად - გაეროს განვითარების ფონდის კვლევა

16 აპრილი 2017, 20:00 1019 ნახვა

გაეროს ფონდის პროგრამის დაფინანსებით ქალაქ ბათუმში პროექტი მწვანე ქალაქი ხორციელდება, იგი საკურორტო ქალაში  ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს. საუბარია როგორც მუნიციპალურ ავტობუსებზე, ასევე ველოტრანსპორტზე, რომელიც ბათუმის რელიეფის გათვალისწინებით ძალიან მოსახერხებელია და მისთვის გარკვეული ინფრასტრუქტურაც არსებობს.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) ფარგლებში ხორციელდება. ორგანიზაციამ, სპეციალური კვლევაც გააკეთა, რომლი სმიხედვიტაც ბათუმის მოსახლეობის 36 პროცენტი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება.  32% ფეხით, ხოლო 31 პროცენტი კერძო ავტომობილებს ანიჭებს უპირატესობას. კვლევის გაანალიზების შედეგად, დადგინდა, რომ ტრანსპორტის გამოყენების მსგავსი გადანაწილება ახლოს დგას ევროპის პატარა ქალაქების მაჩვენებელთან, სადაც კერძო ავტომობილების  ნაცვლად, მოქალაქეები ალტერნატიულ ტრანსპორტს ანიჭებენ უპირატესობას.

მიუხედავად ამისა, გამოკითხულ მოქალაქეების მხოლოდ ნული მთელი 28 მეასედი პროცენტი მოიხმარს ველოსიპედს როგორც ტრანსპორტს.  პროექტის მწვანე ქალაქების ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, იმის გათვალისწინებით რომ ბათუმში ველოტრანპორტისთვის გარკვეული ინფრასქტურა უკვე არსებობს.

აღნიშნულ სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანული კომპანია A+S ConsultGmbH ასრულებს, რომელსაც მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია.

კვლევის ფარგლებში  დაახლოებით 1,550 ოჯახი გამოიკითხა და ქალაქის 78 სატრანსპორტო ზონაში. ასევე, განხორციელდა მგზავრთა ნაკადების დათვლა 44 საქალაქო მარშრუტზე და სატრანსპორტო ნაკადების დათვლა ქალაქის სხვადასხვა მნიშვნელოვან წერტილებში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი