აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დედაენის დღე მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა

13 აპრილი 2017, 20:00 828 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დედაენის დღე მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა. ზურაბ პატარაძე ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მოზარდების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო და მემორიალი გვირგინით შეამკო. ცერემონიალს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბათუმის რესურსცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს მაისურებზე ქართული ენის დაცვის მოწოდების შემცველი სლოგანები ეწერათ. “არა ბარბარიზმებს”.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი