ქედაში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა. პროცესში წმინდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ.
პროექტი საზოგადოებრივი პროკურატურა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ტარდება, რომლის მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.