ჩაისუბნის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებისთვის წინასააღდგომო ღონისძიება გაიმართა. კონცერტში ანსამბლი “ლას-ვეგა” და საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია “აფხაზური თემი აჭარაში ათირას” ორგანიზებით, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარისა და “ბათუმის ავტოტრანსპორტის” მხარაჭერით გაიმართა. პანსიონში მცხოვრებ 45 აღსაზრდელს საჩუქრები გადასცეს.