ხულოში მტაცებლების მომრავლებას უჩივიან

15 აგვისტო 2016, 00:00 3164 ნახვა

ხულოში მტაცებლების მომრავლებას უჩივიან. სოფელ გუდასახოს,  ძირკვაძეების და კურცხალის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დათვმა მთლიანად გაანადგურა ნარგავები. მოსახლეობა მტაცებლის, საცხოვრებელ სახლთან მისვლის ფაქტებსაც იხსენებს. გამგეობაში აცხადებენ, რომ მტაცებლის ბუნებიდან ამოღების უფლება არ აქვთ. დათვის მიერ განადგურებულ ტერიტორიებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი 5 დღის განმავლობაში სწავლობდა, დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი