ბათუმში დაბადებულ სამ ტყუპს 3 000 ლარი გადაეცა

10 აპრილი 2017, 20:00 1138 ნახვა

სურმანიძეების ოჯახს, რომელსაც 12-წლიანი ლოდინის შემდეგ,  31 მარტს, 3 ტყუპი შეეძინა, მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და  მერიის წარმადგენლებთან ერთად ეწვია.  პატარებს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 3 ათასი ლარი გადასცეს.  პროგრამა ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემას იმ ოჯახებისთვის ითვალისწინებს, სადაც ტყუპები დაიბადნენ. ერთი ახალშობილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება,  მედიკოსების თქმით მას უახლოეს დღეებში  გამოწერენ. უწყების ინფორმაციით,  წელს თანხა   16 ოჯახზე გაიცა . მათგან სამი ტყუპი მხოლოდ 1 ოჯახს ჰყავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი