საქართველოს მხრიდან გადადმული ნაბიჯები ნატოსკენ მიმავალ გზაზე და რუსეთიდან მომავალი საფრთხეები - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა.
,,ქართული სახელმწიფო არასდროს მიიღებს და არ აღიარებს ოკუპაციას არც ერთი ფორმით, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსია სხვადასხვა თემაზე. სახალხო დიპლომატიის როლი უსაფთხოების გამოწვევების წინაშე, ნატოსა და ევროკავშირის მაგალითზე; ჰიბრიდული ომის ახალი გამოწვევები, პროპაგანდასთან ბრძოლის სტრატეგიები და კიბერ ომი.