აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლებში და საბავშვო ბაღებში 14-დან 17 აპრილის ჩათვლით დასვენების დღეები იქნება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით სასწავლო პროცესი სამშაბათს, 18 აპრილს განახლდება. ანალოგიური გრაფიკით დაისვენებენ საბავშვო ბაღებიც.