ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ნუგზარ ბოლქვაძე მუნიციპალიტეტის გამგებელს ნადიმ ვარშანიძეს კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.

09 აპრილი 2017, 20:00 968 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ნუგზარ ბოლქვაძე მუნიციპალიტეტის გამგებელს ნადიმ ვარშანიძეს კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი აცხადებს, რომ ხელვაჩაურის გამგებელმა კანონის გვერდის ავლით კონკურსის გარეშე, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 20-ზე მეტი თანამშრომელი აიყვანა სამსახურში. „იგი ერთპიროვნულად წყვეტს საკადრო პოლიტიკას, მაშინ როცა ბევრი კვალიფიციური კადრია დაუსაქმებელი“ – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე. 
ოპოზიციონერი დეპუტატის  ბრალდებას ხელვაჩაურის გამგეობაში პასუხობენ. ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი მირზა ბახტაძე განმარტავს, რომ  მოვალეობის შემსრულებლებლებად კადრების უკონკურსოდ აყვანას საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი ითვალისწინებს. მისი თქმით, სწორედ ამ მუხლით იხელმძღვანელა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი