ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კორომხეთის მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ანძების განთავსების შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციას ითხოვს. ერთერთი ადგილობრივი მიქაელ ფარტენაძე აცხადებს, რომ მშენებლობის შედეგად სოფელში ინფრასტრუქტურა და პირადად მისი საკარმიდამო ნაწილი დაზიანდა. ისინი კომისიის შექმნს მოითხოვენ, რომელიც მათ ზარალს დაითვლის. კორომხეთის მცხოვრებლებს დღეს უფლედამცველი თამაზ ბაკურიძეც შეხვდა. ბაკურიძე კომპანიის წარმომადგენლებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. და მოითხოვს რომ კომპანია, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეაკეთონ და მოსახლეობას ზარალი აუაზღაურონ. წინააღმდეგ იმ შემთხვევაში აქციებს გამართავენ.
ავტორი: თიკო სუსრაეიშვილი