მშენებლობაზე დასაქმებული პირები კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. მუშების განცხადებით ისინი ფასადის შელესვაზე აღმაშენებლის- 5 ნომერში მდებარე კორპუსში მუშაობდნენ. საცხოვრებელ კორპუსს კომპანია „აჭარა დეველოპმენტი“ აშენებს, ქვეკონტრაქტორი კი შპს „მონოლითია“ სადაც აღნიშნული პირები არიან დასაქმებული. კომპანია „აჭარა დეველოპმენტში“ აცხადებენ, რომ ჩატარებული სამუშაოებისთვის დაქირავებულ კომპანია „მონოლითს“ საფასური უკვე გადაუხადეს, სადარბაზოში ჩატარებული სამუშაოების ნაწილი კი არ ჩაიბარეს. ამიტომ მუშების მიმართ ფინანსური დავალიანება არ გააჩნიათ.