საკონსტიტუციო კომისია მსჯელობის მე-3 ეტაპზე გადადის. საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით, დღეს, განვლილი საკითხების შეჯერება მოხდება მიუხედავად ბევრი თანხვედრისა, კვლავ რჩება აზრთა სხვადასხვაობა. ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი საკითხია ქორწინების კონსტიტუციური დეფინიციაციაც, რომლის სახელისუფლებო ვერსიაც, არასამთავრობოთა აზრით, ჰომოფობიის წამახალისებელ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. მესამე სექტორში საკითხის დღის წესრიგში დაყენების აუცილებლობას ვერ ხედავენ. კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა ოპოზიციაც.