ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში მცხოვრები გოგიტიძეების ხუთ წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. წუხელ ღამით ცეცხლმა საცხოვრებელი სახლი და საყოფაცხოვრებო ნივთები მთლიანად გაანადგურა. შემთხვევის ადგილზე სახანძროს სამი ბრიგადა და 30 მაშველი მუშაობდა. ქედის გამგეობის ინფორმაციით, დაზარალებულები სახელმწიფოსაგან 10 ათას ლარს მიიღებენ. გამოძიება 187 მუხლით მიმდინარეონს, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. ხანძარი სავარაუდოდ ელექტრო გაყვანილობამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გოგიტიძეები ახლა თავს მეზობლებთან აფარებენ.