ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახისთვის დაცვის მოხსნას ითხოვს

05 აპრილი 2017, 20:00 794 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახისთვის დაცვის მოხსნას ითხოვს,  მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან წინასასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობისას ერთ-ერთ მოტივაცია წარმოადგენდა ის, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა დაცვის ღონისძიება, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. ვინაიდან დეკანოზს სურს, რომ სასამართლო პროცესები იყოს ღია და საჯარო, დაკავებულის ადვოკატის შალვა რამიშვილის თქმით, ბრალდებული მოითხოვს მისი ოჯახისთვის დაცვის ღონისძიების მოხსნას და შესაბამისი განცხადებით პროკურატურას დღეს მიმართავენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი