ბიუროს სხდომა

03 აპრილი 2017, 20:00 869 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩელველთა საბჭოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის შესახებ საჯარო განხილვების ფორმატში იმსჯელებენ. ამასთან დაკავშირებით, დღეს ბიუროს სხოდმაზე ისაუბრეს. იმ არგუმენტით, რომ დოკუმენტში აუდიტის ანგარიშია წარდგენილი და ის ფინანსურ საკითხებსაც ეხება,   დეპუატატებმა მთავარ კომისიად საფინანსო-საბიუჯეტო კომისია განსაზღვრეს, რომელმაც საჯარო განხილვები და მათში საზოგადოების აქტიური ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. სავალდებულო კომისებად კი ადამიანის უფლებათა, იურიდიული და განათლების კომისიები დასახელდა. საჯარო განხილვის ვადები ჯერ უცნობია.. დეპუტატების თქმით, ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვა პროცედურულად აუცილებელი არ არის, თუმცა, პოზიცია  არც ამ საკითხზე ჩამოყალიბებულა. უმაღლესი საბჭოს წევრებს დღეს ანგარიში არ შუფასებიათ. უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ  ანგარიშს ჯერ არ გაცნობიან. 
  5 მაისი სხვა კომისიებისთვის, 19 მაისი  კი საფინანსო-საბიუჯეტოსთვის,  ასე განისაზღვრა 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშის შესახებ დასკვნის წარდგენის ვადები. გიორგი რომანაძე მთავრობის მუშაობას ამ კუთხით დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მაჩვენებლები საკამოდ მაღალია. მისი თქმით,  გასულ წელს ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 103-ით, ხარჯვით ნაწილში კი 96 პროცენტით შესრულდა.

   ხმაური მოჰყვა სხდომაზე მესამე საითხის განხილვას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა ბიუროზე აჭარიდან ხეების გადატანის საკითხი დააყენა. მისი თქმით, პროცესი ლანდშაფტსა და სანაპიროს აზიანებს,  იჩეხება ხეები. უმრავლესობაში ოპოზიციის პრეტენზიებს უპასუხეს და განაცხადეს, რომ  ხეების გადარგვა მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი