პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება. გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას, სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვასთან დაკავშირებით, უმრავლესობა იზიარებს. გადაწყვეტილებას ოპოზიციაში იწონებენ.
საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს სიტყვით 7 აპრილს მიმართავს.