დღეს აჭარისწყლის თემში ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და ხელვაჩაურის დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში მერაბ კარანაძე მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე თემში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, გზების, წყლის, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ და სხვა პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ერთ-ერთ მწვავე პრობლემად სასოფლო-სამეურნეო მიწების სატყეო ფონდის საკუთრებაში გადაცემა დასახელდა. რის გამოც ადგილობრივები სოფელში არსებული რესურსებით ვერ სარგებლობენ.