ორგანიზაცია „ევროპის იურისტთა სტუდენტთა ასოციაციამ“ სამართლებრივი ესეების კონკურსი ჩაატარა. ღონისძიებაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები სპეციალური სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. პროექტი ბათუმის მერიის ფინანსური დახმარებით გაიმართა.