სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია ე.წ-ლი ,,ციანიდის საქმეზეც”. უჩა ნანუაშვილის თქმით, პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის პირობის ჩამორთმევა, მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევად უნდა შეფასდეს.გარდა ამისა დოკუმენტში საუბარია პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტების ფაქტებზე. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაკავებული პირის მიერ პროცედურული უფლებებით არაჯეროვნად სარგებლობა და სხეულის დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირება, პოლიციის სისტემისათვის კვლავ გამოწვევად რჩება. ომბუდსმენი ფიქრობს, რომ პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობაზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს.