შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს დანაშაულთა გარკვეული კატეგორია გაიზარდა, ნაწილი კი შემცირდა.ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს 2015 წელთან შედარებით ქურდობის 418 შემთხვევით მეტი დაფიქსირდა და მაჩვენებელი 9 ათას 646-მდე გაიზარდა. 393-ით გაიზარდა ოჯახური ძალადობის ფაქტები და ათას 356 შეადგინა. ასევე, 361-ით მოიმატა ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების ფაქტებმა. 260 შემთხვევით კიბერდანაშაულის, ხოლო 112 შემთხვევით - ცივი იარაღის ტარების მაჩვერნებელი გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად ყაჩაღობა, ძარცვა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ხულიგნობა და მკვლელობის მცდელობა- აღნიშნული მიმართულებით მაჩვენებელი შემცირებულია.