მოსახლეობასთან შეხვედრა

31 მარტი 2017, 20:00 826 ნახვა

ახალი სანერგე ჯიშები, ყურძნის სუბსიდირება,  სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და შხამ ქიმიკატების შეღავათიან ფასად შეძენა- ეს ის მთავარი მოთხოვნები იყო რომელიც ქედის მოსახლეობამ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან საუბრისას დაასახელა. ადგილობრივებმა კიდევ ერთ პრობლემაზე, კერძო პირების მიერ მითვისებულ მამაპაპისეულ ტერიტორიებზე ისაუბრეს.  მოსახლეობამ დისკუსიის დროს ასევე განაცხადა, რომ თემის რწმუნებული არა კონკურსის, არამედ არჩევნების გზით უნდა ინიშნებოდეს. დავით გაბაიძე მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას  დაპირდა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ქედის განათლების ცენტრში ჩატარდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი