ნიგაზეულის მცხოვრებლები სოფელში 11 კილომეტრიან გვირაბის გაყვანის შედეგად მიყენებულ ზარალის შესწავლას მოითხოვენ. ადგილობრივების მტკიცებით „შუახევი ჰესის“ მშენებლობის პროცესში მოსავალი შემცირდა, მეწყრული კერები გააქტიურდა და საცხოვრებელ სახლებთან ერთად მეთვრამეტე საუკუნეში აშენებული ისტორიული ციხე-გალავანი დაიბზარა. ეკოლოგიურმა პრობლემებმა კი სოფელში მიგრაციული პროცესები დააჩქარა. შუახევის გამგებლის განცხადებით, ნიგაზეულში 136 ოჯახზე ინდივიდულური დასკვნა უკვე დადებულია. ადგილობრივებთან და სპეციალისტებთან ერთად გადაწყდება ვის რა სახის დახმარება ესაჭიროება.