“ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და მართვა, თანამოაზრეების მოზიდვა და მედიასთან კომუნიკაცია” - ამ საკითხზე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს გამოცდილება ექსპერტებმა გაუზიარეს. შეხვედრა “აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის” ორგანიზებით ჩატარდა. მსგავსი შეხვედრები ორგანიზაციის ინიციატივით ყოველწლიურად, ქვეყნის სახვადასხვა რეგიონში იმართება.