ხულოს „ ხიხანსა“ და ხონის „იმერეთს“ შორის მესამე ტურის მეორე მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა. „ხიხანმა“ ახალი სეზონი ახალი ფეხბურთელებით დაიწყო, გუნდიდან 11 ფეხბურთელი წავიდა. „ხიხანის’“ მთავარი მწვრთნელი გუნდიდან ფეხბურთელების წასვლის მთავარ მიზეზად ფინანსურ პრობლემას ასახელებს. ელდარ კუპრაძის ინფორმაციით ხიხანი ადგილობრივი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. გუნდი გასვლით თამაშს 6 აპრილს სალხინოს „გეგჩკურთან“ ითამაშებს.