“ტრადიციული სამოსი აჭარაში” - პროგრამის პრეზენტაცია

30 მარტი 2017, 20:00 1087 ნახვა

„ტრადიციული სამოსი აჭარაში“ - ამ სახელწოდების საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. პროგრამის მონაწილეები 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ისინი გაეცნენ მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოადგენილ ქალისა და მამაკაცის ტრადიცულ სამოსს, მისი განვითარების ისტორიისა და დიზაინის შესახებ მოისმინეს ლექციაც. პრეზენტაცია პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა. პროგრამის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ თავად დაემაზდებიათ თავსაბურავები და სამოსის აქსესუარები. მუზეუმი საგანმანათლებლო პროექტის გაგრძელებას გეგმავს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი