მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში მორიგი ასწლოვანი ხის გადატანის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს.

29 მარტი 2017, 20:00 906 ნახვა

მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში მორიგი ასწლოვანი ხის გადატანის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები შესაბამისი კომპანიის წარმომადგენლებს ხის გადატანის საშუალებას არ აძლევენ.   მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. 

   ადგილზე მობილიზებულები სამართალდაცავები, ”ნაციონალური მოძარობის” წევრის, რეზო ხარაზის ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობენ.
    მახინჯაურში სანაპიროსთან აჭარის უმაღლეს საბჭოში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებიც იმყოფებიან, რომლებიც ხის გადატანის პროცესს ასევე ხელს უშლიან. 
   დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ხის გადატანის სამუშაოების გამო სანაპირო ზოლი დაზიანდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი