ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეებში გზის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდა, მოედანი მოეწყო და სოფლის გაზიფიზირების სამუშაოები დასრულდა. მალე ბუნებრივი აირის მილს ცენტრალურ მაგისტრალზე მიაერთებენ. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 230 ათასი ლარი დაიხარჯა. 2017 წელს ხელვაჩაურში გზის 26- კილომეტრიანიანი მონაკვეთი მოწესრიგდება, იგეგმება 3 ხიდის აგება და 6-ის რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ დაათვალიერა.