საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს. პროექტის ფარგლებში, 2-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი აიგება. უკვე დასრულდა ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობა, ამ დროისთვის მეორე მოანკვეთს აგებენ. მათ დაემატება ბათუმის შემოვლითი გზა, რაც აჭარის საკურორტო ზონაში მოძრაობას სრულად განტვირთავს და სატრანზიტო ტვირთბრუნვაც გაიზრდება.
შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის 4- პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.
სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.
პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი აფინანსებენ.